კორონავირუსი და ეკლესია

ეპისკოპოსი იოანე იმნაძეზე: კუბოებიო, იძახიან, ხალხს კიდე მაგი უნდა?

საერთოდ თუ აპირებენ ეკლესიის ჩაკეტვას და არავის არშეშვებას, არ ვიცი. 

[...] ექიმები გამოჰყავთ და თავისი საქმე აქვთ იმ ექიმებს და ლამის წყევლა დააწყებინეს ზოგიერთებს, კუბოებიო, იძახიან და ხალხს კიდე მაგი უნდა?

[...] უნდა მოხსნილიყო ყველანაირი კომენდანტის საათი ამ აღდგომის ღამისთევაზე, რომ ხალხი მისულიყო თავისუფლად

გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იოანე საუბრობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძეზე, რომელმაც ქვა, რომ თუკი ხალხი სახლში არ დარჩება საქართველოში, შესაძლოა, იტალიის სცენარი განმეორდეს და კუბოების დათვლას ვერ ავუვალთ. იმნაძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის მიუხედავად, საპატრიარქოს დართო ნება, აღდგომის ღამისთევის წირვა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს. ეპისკოპოსი იოანეს კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს.

კომენტარები