კორონავირუსი და ეკლესია

ეპისკოპოსი იაკობი: "სილიოტკები" ხო არა ვართ, "კილკის იმაში" ხო არა ვართ?

დღეს გამოსული ვიყავი ქალაქში, 12 საათამდე ვიარე და რაც დღეს ხდებოდა, თქვენ არ გაქვთ ნანახი ის კადრები? მთელ ქალაქში დავდიოდი და, უბრალოდ, ვნახე ის რიგები, რაც იყო. "სილიოტკები" ხო არა ვართ, "კილკის იმაში" ხო არა ვართ? სპეციალურად ავრცელებენ, რომ მერე ჩვენ დაგვაბრალონ? დღეს რატომ არ მიხედა ხელისუფლებამ, ყველგან არეულობა იყო და ყველამ მიხედოს თავის საქმეს.

რაც უფრო შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო წინააღმდეგობის გამო... ხალხი შეგუებული იყო, რომ არ უნდა წასულიყო. ძალით აკეთებენ, რომ გამოვიდნენ? ქუჩაში რომელიმე წინ დამხვდება? კი არ ვემუქრები, მაგრამ რომელიმე გაბედავს და დამხვდება წინ? გაიპარებიან

ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი. 17 აპრილს, 12:00 საათიდან მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რამდენიმე დღით მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება აიკრძალა, რის გამოც, მოქალაქეებმა აუცილებელი ნივთები სწორედ 12:00 საათამდე შეიძინეს. მთავრობამ სასულიერო პირებს, სტიქაროსნებს, მედავითნეებსა და მგალობლებს ეს პრივილეგიაც მიანიჭა და მათ ავტომობილებით გადაადგილების ნება დართო.

კომენტარები