კორონავირუსი და ეკლესია

ეპისკოპოსი იაკობი: საჯარო მოხელეებს უთხრეს, წირვაზე არ წახვიდეთ, სამსახურს დაკარგავთო

პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვამბობ - ჩვენთან ეპარქიაში ხელისუფლებამ დაიბარა საჯარო სამსახურის [წარმომადგენლები], მასწავლებლებიც, ყველანი და უთხრა, თუ წახვალთ სააღდგომო წირვაზე, სამსახურებს თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები დაკარგავსო. და ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ მის ეპარქიაში ხელისუფლება საჯარო მოხელეებს აფრთხილებს, სააღდგომო წირვაზე არ წავიდნენ მას შემდეგ, რაც წირვის ჩატარება ხელისუფლებამ თავად დაუშვა და ამას საპატრიარქოსთან "შეთანხმებაც" უწოდა.

კომენტარები