კორონავირუსი და ეკლესია

წყნეთის ტაძრის მრევლს კორონავირუსი დაუდასტურდა

წყნეთის ტაძრის მრევლს კორონავირუსი დაუდასტურდა

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიას უთხრა, ტაძარი, სავარაუდოდ, დაიკეტება, თუმცა, ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

ინფიცირებული მრევლი საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელია, თუმცა, სავარაუდოდ, ექიმი არ არის.

მედიისვე ცნობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ქალი 7 აპრილს ტაძარში იმყოფებოდა და მოძღვარს აღსარებაც ჩააბარა, ახლა ტაძრის სასულიერო პირები კარანტინში იმყოფებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო უარს ამბობს, დროებით წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩაატაროს.

საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ 370 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 79 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები