კორონავირუსი საქართველოში

17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. 

სხვა აკრძალვებთან და გამკაცრებულ წესებთან ერთად, ეს გადაწყვეტილებაც პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა გამოაცხადა.

მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებს ეკისრებათ. მათთვის პასუხისმგებლობა 15 000 ლარითაა განსაზღვრული.

ამავე ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.

17 აპრილიდან ძალაში შედის სასაფლაოზე მისვლის აკრძალვაც.

ახალ აკრძალვებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები