კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: თუ ასე გავაგრძელებთ "ღლიცინს", ამას ქართველი ექიმები ნამდვილად ვერ ავუვალთ

ამ ეტაპამდე [ვირუსი] დაიჭირა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ, ალბათ, თუ ასე გავაგრძელებთ "ღლიცინს", რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა, სამწუხაროდ, აკეთებს, ამას ქართველი ექიმები ნამდვილად ვერ ავუვალთ. დადგება მომენტი, რომ ექიმი ქვეყანას არ ეყოლება. იმიტომ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი და შესაძლებლობა. ყველას ვთხოვ და მოვთხოვ, ეს იქნება ერი თუ ბერი, რომ ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთთან. 

სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მე მყავს 3 შვილი და თვენახევარია, ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ მინახავს. განა არ მენატრება, მაგრამ ეს ცხოვრება დაგვიდგა - უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები. "გამოძვრნენ" ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები მიჯაჭვული არიან. ამ ხრჩობის ყურება ძალიან ძნელია ჩვენთვის, ნუ გაგვაკეთებინებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ.  

ამ დრომდე ვიჭერდით, იმედია დავიჭერთ, თუ ყველანი სახლში ვიქნებით და პასუხისმგებლობას ავიღებთ, რომ არ გამოვიდეთ სახლიდან.

თქვა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტუერბული, 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები