პერის ჯექსონი

მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი ახალ ფილმში ქრისტეს როლს შეასრულებს

E!

ამერიკელი მოდელი და მსახიობი, მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი პერის ჯექსონი ახალ ფილმში ქრისტეს როლს შეასრულებს.

პროექტის სამუშაო სახელია Habit, რომელსაც რეჟისორი ჯანელ შერტკლიფი გადაიღებს. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

პერის ჯექსონი პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის ერთადერთი ქალიშვილია. 2010 წელს იგი სამოდელო ბიზნესში გამოჩნდა. შესრულებული აქვს რამდენიმე როლი ფილმებსა და მუსიკალურ ვიდეოებში.

კომენტარები