საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დახმარება, რომელსაც სახელმწიფო კორონავირუსის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს გამოუყოფს, 150 ლარზე მეტი იქნება.
"150 ლარი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. 150 ლარი არ იქნება, იქნება უფრო მეტი. 150 ლარი არის საარსებო მინიმუმზე ქვემოთ. შეუძლებელია, ჩვენ ვილაპარაკოთ ყოველთვიურ დახმარებაზე იმ ადამიანებზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მსოფლიო სავალუტო ფონდმა საკუთარი ვებგვერდიდან აიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დასაქმებულ მოქალაქეებს მთავრობა ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის
ინფორმაცია 150-ლარიანი დახმარების შესახებ, IMF-ის ანგარიშზე დაყრდნობით ქართულ მედიაში გუშინ, 13 აპრილს გავრცელდა და მანამდე მსგავსს საკითხზე მთავრობის წევრებს არ უსაუბრიათ.





