კორონავირუსი და ეკლესია

გახარია: ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით, სააღდგომო ღამეს, არც კანონი დაირღვევა

იდეალური იქნებოდა, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს არავინ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ აქ უნდა მივიდეთ. არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა, ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის მოწოდება. ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, მე პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით, სააღდგომო ღამეს და აქ ჩემი, ჩვენი ძირითადი მოკავშირე არის მოქალაქე, რომელიც არის გონიერი და რომელმაც იცის, რომ თავის თავზე, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს და არ უნდა დააკისროს ყველას სხვას, არ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ უნდა დაელოდოს ეკლესიის მოწოდებას, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში, ან სახელმწიფოსგან დაელოდოს ისეთ მოწოდებას, რომ - თქვენ დაარღვიეთ კანონი და ჩვენ თვალს დავხუჭავთ, ეს არ იქნება. და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბრძენი მოქალაქე ამას მიხვდება

რემიერმინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის ფონზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად წირვა-ლოცვების გაგრძელებაზე.

კომენტარები