კორონავირუსი საქართველოში

გახარია: უნდა მივეჩვიოთ პირბადით და ხელთათმანით ცხოვრებას

კოვიდ 19 არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ და უნდა მივეჩვიოთ, როგორც პირბადით, ასევე ხელთათმანებით ყოველდღიურ შრომას, ყოველდღიურ ცხოვრებას, უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს გარკვეული რაოდენობის ინფიცირებული ადამიანების სწორი და წარმატებული მართვისთვის. მიუხედავად ამისა, უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ზედმიწევნად მნიშვნელოვანია, შევასრულოთ ყველა შეზღუდვა

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები