კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ - 68

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

"ახალი ინფიცირებულები არ გვყავს - დილით გამოვლენილი 14-ის გარდა. დაგვემატა ერთი გამოჯანმრთელებული და ქვეყნის მასშტაბით უკვე 68 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება პაციენტებს - მათი მდგომარეობა სტაბილურია, არ შეცვლილა დღის განმავლობაში, არსებული სიტუაცია ასეთია. კიდევ ველოდებით 11 პაციენტზე ტესტირებას," - თქვა ეზუგბაიამ. 

საქართველოში კორონავირუსის 266 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 68 გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და თითქმი საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი.

კომენტარები