კორონავირუსი საქართველოში

ზალკალიანი: უახლოეს 2 კვირაში განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ

კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება უახლოესი ორი კვირა. ჩვენი მედიკოსების მხრიდან არაერთხელ იყო გაცხადებული, რომ ვუახლოვდებით და შევდივართ პიკის ფაზაში. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეული ჩვენი მოქალაქე უახლოესი ორი კვირის განმავლობაში არსებულ სიტუაციას. ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, ჩვენი ექიმები 24-საათიან შრომის რეჟიმზე არიან გადასულები. იმისთვის, რომ ჩვენ ისეთივე წარმატებით გავუმკლავდეთ, როგორც დღემდე ვახერხებდით, აუცილებელია, რომ უახლოეს ორ კვირაში განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ, რადგანაც არ დაიკარგოს მიღწეული შედეგი, რომლითაც ჩვენ ყველა ვამაყობთ

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები