ახალი კორონავირუსი უკრაინაში

კიევ-პეჩორის ლავრაში Covid 19-ით არქიმანდრიტი დაიღუპა, ინფიცირებულია 63 სასულიერო პირი

კიევ-პეჩორის ლავრაში Covid 19-ით არქიმანდრიტი დაიღუპა. უკრაინული გამოცემა Unian წერს, რომ ინფორმაცია მონასტრის ოფიციალურ საიტზე განთავსდა.

ამასთან, ინფიცირებული 63 სასულიერო პირი. ამის შესახებ ინფორმაცია "24 არხს" ჯანდაცვის სამინისტროდან წყარომ მიაწოდა.

სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

კიევ-პეჩორის ლავრას მიტროპოლიტი პაველი ხელმძღვანელობს, რომელსაც მხარს რუსეთის საპატრიარქო უჭერს.

თავდაპირველად პაველმა, ისევე, როგორც მოსკოვის პატრიარქმა განაცხადეს, რომ კორონავირუსი ადამიანების ცოდვებით არის გამოწვეული და მისი დამარცხება ჩახუტებით, ლოცვით და მარხვით იქნება შესაძლებელი.

მაგრამ მოგვიანებით უკრაინის მთავრობამ მკაცრი საკარანტინო ზომები შემოიღო და საეკლესიო მსახურებებიც დისტანციური გახდა, მრევლის დასწრება აიკრძალა . ტაძრებს დეზინფექცია ჩაუტარდა.

უკრაინაში 13 აპრილის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 102 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 93 ადამიანი.

კომენტარები