ახალი კორონავირუსი უკრაინაში

კიევ-პეჩორის ლავრაში Covid 19 კიდევ 26 ადამიანს დაუდასტურდა, დაღუპულია 3 სასულიერო პირი

უკრაინის დედაქალაქ კიევში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 65 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 26 - კიევ-პეჩორის ლავრაში.

ლავრის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, დაღუპულია 3 სასულიერო პირი.

13 აპრილის ინფორმაციით, ლავრაში ვირუსით 63 ბერი იყო ინფიცირებული.

კიევ-პეჩორის ლავრას მიტროპოლიტი პაველი ხელმძღვანელობს, რომელსაც მხარს რუსეთის საპატრიარქო უჭერს. თავდაპირველად პაველმა, ისევე, როგორც მოსკოვის პატრიარქმა განაცხადეს, რომ კორონავირუსი ადამიანების ცოდვებით არის გამოწვეული და მისი დამარცხება ჩახუტებით, ლოცვით და მარხვით იქნება შესაძლებელი.

2020 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, უკრაინაში ახალი კორონავირუსი სულ 5 106 ადამიანს დაუდასტურდა.

კომენტარები