თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხ ბექაიას ინფორმაციით, კლინიკაში 41 პაციენტი იმყოფება. მათგან 24-ს კვლევა 12 აპრილს ჩაუტარდა და კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ექიმის თქმით, ინფიცირებული ერთერთი ყოფილი პაციენტის დედაა.
"ასაკოვანი ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას ცხელება აღენიშნებოდა...მის შვილს აქ დაუდასტურდა კორონავირუსი,"- თქვა ბექაიამ და აღნიშნა, რომ მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ.
ექიმის თქმითვე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 266-მდე გაიზარდა. დილის მონაცემებით, ინფიცირებულების რიცხვს 9 ადამიანი დაემატა. აქედა 67 არის გამოჯანმრთელებული, 3 კი გარდაცვლილი.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და თითქმის საყოველთან კარანტინია გამოცხადებული. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი.
ბოლნისში, მარნეულში, ლენტეხში და ქობულეთის 4 სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია დაწესებული.