ევრაზიის კავშირი

ევრაზიის კავშირიდან წიწიბურის, ბრინჯის, ხახვის ექსპორტი დროებით აიკრძალა

huffingtonpost.com

კორონავირუსისგან შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან დროებით აიკრძალა გარკვეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი.

აკრძალვა ძალაში 12 აპრილს შევიდა და 30 ივნისამდე იმოქმედებს.

აკრძალვის ფარგლებში ექსპორტზე ვერ გავა წიწიბურა, ბრინჯი, ნიორი, ხახვი, თალგამი, ფეტვი, მზესუმზირა, სოიო, ჭვავი და ბურღული.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები ამჟამად რუსეთის ფედერაცია, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან.

გარდა ამ აკრძალვისა, რუსეთის მთავრობამ 2 აპრილს დაამტკიცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც ბურღულის ექსპორტი აპრილიდან ივნისამდე 7 მილიონ ტონამდე შეიზღუდა.

კომენტარები