კორონავირუსი და ეკლესია

ზედელაშვილი: სუვერენობის გამოვლენა ეკლესიასთან არაა რეალური ძალაუფლების მქონეთა ინტერესი

ერთი შეხედვით გაუგებარი და წინააღმდეგობრივია ამის აღქმა, თუმცა ვინც დღეს საქართველოში ძალაუფლების აპარატს აკონტროლებს, თავადვე არ არის დაინტერესებული იმით, რომ ეს ძალაუფლება სუვერენული იყოს.

სუვერენიტეტი უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს სახელმწიფო ძალაუფლების ავტონომიურობას, მის დამოუკიდებლობასა და დაუქვემდებარებლობას ყველა სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტისგან, თუ გავლენიანი პირისგან. იქ, სადაც ხელისუფლება სუვერენულია, ის შეუძლებელია საზოგადოების ყველაზე მდიდარმა წევრმა იყიდოს, თავის ინსტრუმენტად აქციოს, თავის მიზნებს დაუქვემდებაროს.

როცა სახელმწიფო ძალაუფლების აპარატი საზოგადოების ყველაზე მდიდარი წევრის დაქვედებარებული ინსტრუმენტია, მას სუვერენიტეტი არ გააჩნია და არც მისი გამოვლენა არ შეუძლია მანამ, სანამ ამ დაქვემდებარებისგან არ გათავისუფლდება. ვიდრე ეს ასე არ მოხდება, რეალური ძალაუფლება არასდროს არ იქნება პოლიტიკურ სფეროში და სახელმწიფო ხელისუფლების ინსტიტუტებში. ეს უკანასკნელები მორჩილად შეასრულებენ მხოლოდ იმას, რასაც გადაწყვეტენ ისინი, ვისაც საზოგადოებაში აქვს ძალაუფლება, ანუ მოცემულ შემთხვევაში, საპატრიარქო და ბიძინა ივანიშვილი

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ეხმაურება საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პატრიარქი ილია II სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას კანონდარღვევით გეგმავს.

კომენტარები