კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 24 კვირის ორსული კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ფორმულა

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 24 კვირის ორსული კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მისივე თქმით, ქალი კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს. 

რატიანი ამბობს, რომ კლინიკიდან რამდენიმე საათში 79 წლის კაცსაც გაწერენ, კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. ის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. 80 წლის ქალის პასუხიც ასევე უარყოფითია, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და თერაპიულ განყოფილებაში დღეს გადაიყვანენ. 

საქართველოში კორონავირუსისგან სულ 63 გამოჯანმრთელდა. 

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 252 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან სამი დაინფიცირებული გარდაიცვალა.

კომენტარები