ცნობილი ადამიანები

ჯორჯ და ამალ კლუნებმა კორონავირუსის ზიანის შესამცირებლად 1 მილიონი დოლარი გაიღეს

Getty Images

ჯორჯ და ამალ კლუნებმა ახალი კორონავირუსის პანდემიის ზიანის შესამცირებლად 1 მილიონი დოლარი გაიღეს.

წყვილი 500,000 დოლარს გასართობი ინდუსტრიის დასახმარებლად გაიღებს და Motion Picture-ს, Television Home-სა და SAG-AFTRA-ს ფონდს დააფინანსებს. 250,000 დოლარს ისინი ლოს-ანჯელესის მერიის ფონდში ჩარიცხავენ.

დარჩენილი 250,000 დოლარით კლუნები ლიბანს, ლომბარდიასა და დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დაეხმარებიან.

ლიბანისა და დიდი ბრიტანეთის დახმარება წყვილმა ამალ კლუნის წარმომავლობის გამო გადაწყვიტა, ხოლო ლომბარდიაში მათ სახლი აქვთ და ჯორჯ კლუნი იქ წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

კომენტარები