კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ბათუმიდან გადმოყვანილი დედა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია

Interpressnews

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბათუმიდან გადმოყვანილი დედა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე დაავადების პროგრესირება მოსალოდნელი არ არის. ეზუგბაიას თქმით, "ჩატარებული გაფართოებული კვლევები დააზუსტებს მათ მდგომარეობას". 

40 წლის დედა და ათი წლის შვილი, 4 აპრილს საქართველოში თურქეთიდან შემოვიდნენ. ისინი 11 აპრილამდე კარანტინში იმყოფებოდნენ. მათ გუშინ ტემპერატურის მატება დაუფიქსირდათ, გამოკვლევების შემდეგ კი კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 10-ით გაიზარდა. სულ ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 252 შემთხვევაა დადასტურებული. 60 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

კომენტარები