აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ექიმებისთვის გაცემული პროტოკოლიდან, რომელიც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობაა განსაზღვრული, ქლოროქინი (იგივე პლაქვენილი) ამოიღო.
ერთი თვის წინ დონალდ ტრამპმა პირადად მიმართა აშშ-ის წამლის ფედერალურ რეგულატორს, არ დალოდებოდნენ კვლევების დასრულებას და მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება დაეწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დოქტორი ენტონი ფაუჩიც აყენებდა. იმავე ბრიფინგზე, სადაც ტრამპმა ქლოროქინის გამოყენების ბრძანება გასცა, ფაუჩიმ თქვა, რომ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატს კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისთვის გამოსაყენებლად დამატებითი კვლევა სჭირდება.
დონალდ ტრამპმა ქლოროქინის გამოყენების გადაწყვეტილება, მათ შორის, საფრანგეთში ჩატარებული კვლევების შემდეგ მიიღო. CNN-მა ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის საიტზე გამოქვეყნებული 15 კვლევა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ იმას, რომელიც საფრანგეთში ჩატრდა, ამერიკელი ექიმები "საშინელს" უწოდებენ.
თავის მხრივ, საფრანგეთშაც განაცხადა, რომ კოვიდ-ინფიცირებულ 43 პაციენტს, რომლებსაც ქლოროქინით მკურნალობდნენ, გულის სხვადასხვა სიმძიმის პრობლემები შეექმნა.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ქლოროქინზე ისაუბრა, პაციენტების ინტოქსიკაციის შემთხვევები გამოვლინდა ნიგერიაშიც.
ქლოროქინს ახალი კორონვირუსის სამკურნალოდ საქართველოშიც იყენებენ. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც ინფექციის კლინიკურ მართვასაც ხელმძღვანელობს, ტრამპის განცხადების შემდეგ თქვა, რომ "ამას (ქლოროქინის გამოყენება) საქართველოში უკვე თვენახევარია, კეთდება და ამის პატარა ზეიმივით ჰქონდათ სამსახურში".