კორონავირუსი საქართველოში

რუსთავის საკრებულოს თვითიზოლაციაში მყოფ 17 დეპუტატს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავის საკრებულოს დეპუტატებს და აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იყვნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საკრებულო ავრცელებს. თვითიზოლაციაში რუსთავი საკრებულოს 17 დეპუტატი იყო. 

საკრებულო მოუწოდებს მოსახლეობას, დარჩნენ სახლში და დაემორჩილონ საქართველოში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობის წესებს.

რუსთავის საკრებულოს დეპუტატები და თანამშრომლები თვითიზოლაციის რეჟიმში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც 2 აპრილს საკრებულოს ერთ წევრსა და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ. დეპუტატი ვირუსის დადასტურებამდე რამდენიმე დღით ადრე საკრებულოს სხდომას დაესწრო.

კორონავირუსი დადასტურებული აქვს დეპუტატის დედასაც, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. 

კომენტარები