კორონავირუსი საქართველოში

ექიმი: COVID-19 დაუსდატურდა კაცს, რომლის შვილიც მოლარეა, დაინფიცირებულს სხვასთან შეხება არ ჰქონია

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას, ინფორმაციით, ამჟად კლინიკაში 49 პაციენტია, მათგან 34-ს კვლევა 10 აპრილს ჩაუტარდა და კორონავირუსი მხოლოდ ერთ მათგანს დაუდატურდა. ექიმის ინფორმაციითვე, დაინფიცირებული ასაკოვანი კაცია, მისი შვილი კი მოლარეა. 

"ეს არის ხანდაზმული მამაკაცი დატვირთული ანამნეზით. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, პაციენტის შვილი არის მოლარე, არ დავასახელებ სად, მას ერთი კვირის წინ აღენიშნებოდა ტემპერატურა და მშრალი ხველა. ეროვნული ბანკის კლასტერს უნდა მიეკუთვნებოდეს ალბათ, რადგან ფულთან ჰქონდა შეხება", - ამბობს ბექაია. 

მისივე ინფორმაციით, დაინფიცირებული კაცის შვილს კორონავირუსი ჯერ არ დადასტურებია, თუმცა კაცს მის გარდა შეხება არავისთან ჰქონია, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და სახლიდან არ გასულა. 

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 233 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 54 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები