კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა

რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა.

ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა, მათ გარდა ინფიცირებული კიდევ 3 ადამიანია, რომლებსაც ვირუსი უცხოეთში დაუდასტურდათ და საქართველოში სამკურნალოდ ამის შემდეგ გადმოიყვანეს. 

3 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 პირი.

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი. დაწესებულია ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია ასევე 3 ადამიანზე მეტის შეკრება. 

ინფექციონისტები ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პიკს აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ელიან. 

კომენტარები