79 ქართველი მოსწავლე აშშ-დან საქართველოში უკვე დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქართველი მოსწავლეების ამერიკულმა მხარემ ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა, ხოლო დოჰადან მათი თბილისში სპეცრეისით დაბრუნება საქართველომ უზრუნველყო. ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში 35 სომეხი მოსწავლეც დაბრუნდა, რომლებიც აშშ-ში ქართველებთან ერთად იმყოფებოდნენ.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოში დაბრუნებულმა მოსწავლეებმა აეროპორტში სავალდებულო თერმოსკრინინგი გაიარეს, რის შემდეგაც ისინი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
ქართველი მოსწავლეები თბილისსა და კახეთში მდებარე ორ საკარანტინო ზონაში გადანაწილდნენ, სადაც 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან, რის შემდეგაც საკუთარ ოჯახებში დაბრუნდებიან. რაც შეეხება მოსწავლეებს სომხეთიდან, მათ უკვე დატოვეს თბილისი და სომხეთში გაემგზავრნენ.





