იაპონია - ჩინეთი

იაპონია კომპანიებს ჩინეთიდან წარმოების გადასატანად $2.2 მილიარდით დაეხმარება

შინზო აბე
Reuters

იაპონია 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის გამოყოფას აპირებს, რომ იაპონურ კომპანიებს წარმოების გადატანაში დაეხმაროს ჩინეთიდან იაპონიაში ან სხვა ქვეყნებში. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

220 მილიარდი იენი (2 მილიარდი დოლარი) განკუთვნილი იქნება კომპანიების იაპონიაში დასაბრუნებლად, ხოლო 23.5 მილიარდი იენი კი მოხმარდება მათ, ვისაც წარმოების გადატანა სხვა ქვეყნებში სურთ. 

ჩინეთი იაპონიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა კორონავირუსის გამო თებერვალში ჩინეთიდან იმპორტი თითქმის განახევრდა. ამის შემდეგ კი კვლავ წამოიჭრა საკითხი, რომ იაპონურ კომპანიებს წარმოების მხრივ ჩინეთზე დამოკიდებულება შეემცირებინათ.

"რაღაც გადანაცვლება იქნება", - თქვა შინჩი სეკიმ, იაპონიის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტმა და განაცხადა, რომ ზოგიერთი იაპონური კომპანია ჩინეთიდან წარმოების გადატანას უკვე განიხილავდა.

7 აპრილს ახალი კორონავირუსის გამო იაპონიის პრემიერმინისტრმა შინზო აბემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარმოადგინა.

მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებისათვის 108 ტრილიონ იენს (990 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფს, რათა ეკონომიკაზე ვირუსის შედეგად მიყენებული ზარალი შეამციროს.

კომენტარები