კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების მდგომარეობა სტაბილურია

ტვ პირველი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 71 პაციენტია, მათგან 54 კორონავირუსი არის ინფიცირებული. 

ლევან რატიანმა კლინიკაში მყოფი ორსული პაციენტების მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია.

"ამ ეტაპზე კლინიკაში 71 პაციენტი წევს. კოვიდ ინფიცირებულები გვყავს 54. მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან ექვსი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სამი მართვით სუნთქვაზეა, სამი - სპონტანურ სუნთქვაზე. 

რაც შეეხება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობას, მეტ-ნაკლებად ყველასი სტაბილურია. არცერთი უარყოფითი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპამდე არ დასტურდება.

რაც შეეხება ორსულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ასევე იცით, რომ გვყავს ორი ბავშვი, მათი მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკური გამოვლინებები არ ხორციელდება," - თქვა რატიანმა. 

9 აპრილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი დადასტურებული აქვს 214 ადამიანს. მათგან 50 გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 4722 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 408 პირი.

კომენტარები