9 აპრილის ტრაგედია

ბრიტანეთის ელჩი: გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა, ვიგონებთ, ვინც თავი გასწირა

ჯასტინ მაკკენზი სმიტი

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი, ჯასტინ მაკკენზი, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"დღეს, ვიგონებთ მათ ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა. გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა", - წერს მაკკენზი ტვიტერში.  

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. ამ დღეს რუსული ჯარის ნაწილები სასტიკად გაუსწორდნენ თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. დაიღუპა 21 ადამიანი.  

კომენტარები