ავტოავარია

ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა, არიან გარდაცვლილები

ვეფხი და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, დაშავებულებთან ერთად არიან გარდაცვლილებიც. 

უწყებაში არ აკონკრეტებენ, რამდენი პირია გარდაცვლილი, თუმცა მათი თქმით, დაღუპულთა რაოდენობა ერთზე მეტია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები