Fleabag

Amazon საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში სპექტაკლს Fleabag აჩვენებს

Youtube

სტრიმინგ სერვისი Amazon ეთერში მონოსპექტაკლის Fleabag გაშვებას გეგმავს.

მონოსპექტაკლი Fleabag პირველად 2013 წელს დაიდგა. მოგვიანებით, პიესის მიხედვით გახმაურებული სერიალი გამოვიდა. სპექტაკლშიც და სატელევიზიო შოუშიც მთავარ როლს პიესის ავტორი ფიბი უოლერ-ბრიჯი ასრულებს. სერიალმა არაერთი პრესტიჟული სატელევიზიო ჯილდო, მათ შორის ემი და ოქროს გლობუსი მოიპოვა.

ტრანსლაცია 10 აპრილს იგეგმება. დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ავსტრალიის მოსახლეობა სპექტაკლს არხზე Soho იხილავს. ნახვის ღირებულება 5 დოლარს შეადგენს, შემოსული თანხა ახალი კორონავირუსით დაზარალებულებს მოხმარდება.

 

კომენტარები