კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 45

რადიო თავისუფლება

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში-45. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

კარანტინის რეჟიმში 4708 ადამიანია, სტაციონარში 370

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები