კორონავირუსი საქართველოში

პროკურატურა: შოთაძე და მოადგილეები Covid-19-თან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს ჩარიცხავენ

მთავარი პროკურატურა

გენერალური პროკურატურის ცნობით, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი მოადგილეები ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის მესამედს გადარიცხავენ. 

"საქართველოს პროკურატურა ასევე გააგრძელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც პროკურატურის თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებას უწევენ,"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასების მესამედს პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატები, მთავრობის წევრები და თბილისის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებიც ჩარიცხავენ.

საქართველოში 7 აპრილის 16:00 საათის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 39 გამოჯანმრთელდა, 2 კი - გარდაიცვალა. 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. ქვეყანაში ასევე გამოცხადებულია ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი, რომელიც სხვა შეზღუდვებთან ერთად, კრძალავს გადაადგილებას 21:00-დან 06:00 საათამდე და 3 ადამიანზე მეტის თავშეყრას. 

კომენტარები