აშშ - რუსეთი

აშშ-მა რუსული იმპერიული მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო

GETTY IMAGES

6 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული იმპერიული მოძრაობა (RIM) ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო

სახელმწიფო დეპარტამენტმა RIM-ის ლიდერებიც, სტანისლავ ანატოლიევიჩ ვორობიევი, დენის ვალიულოვიჩ გარიევი და ნიკოლაი ნიკოლაევიჩ ტრუშჩალოვიც ტერორისტებად გამოაცხადა. ​RIM-ს აშშ არსებული ყველა აქტივი გაუყინეს, აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე წვდომა აუკრძალეს.

სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ RIM არის ტერორისტული ჯგუფი, რომელიც ნეო-ნაცისტებსთვის ნახევრად სამხედრო სტილის სწავლებას უზრუნველყოფს და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსგავსი შეხედულებების მქონე ევროპელების და ამერიკელების საერთო ფრონტზე მიტაცებაში. სანქტ-პეტერბურგში RIM-ის ორი სასწავლო ობიექტი აქვს:

"2016 წელს ორი შვედი მამაკაცი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა და 11 დღის განმავლობაში RIM-ის ნახევრად სამხედრო სწავლება გაიარეს. რამდენიმე თვის შემდეგ ამ მამაკაცებმა და კიდევ ერთმა პირმა შვედეთის ქალაქ გოთენბურგში ტერორისტული აქტები განახორციელეს".

შვედეთში 2016 წლის ნოემბერში მათ კაფის გარეთ აფეთქება მოაწყვეს. ორი თვის შემდეგ ისინი თავს დაესხნენ მიგრანტთა ცენტრს, რა დროსაც ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. სამი კვირის შემდეგ მიგრანტთა კარვებთან ბომბი დაამაგრეს, თუმცა აფეთქება ვერ მოახერხეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-მა თეთრთა უზენაესობის მომხრე პირები ტერორისტებად ცნო. აშშ-ის კონტრტერორიზმის კოორდინატორმა ნათან სეილსმა განაცხადა, რომ RIM-ს ხელები უდანაშაულო ადამიანების სისხლში ჰქონდა გასვრილი. 

აშშ-ის 2019 წლის ნოემბრის ყოველწლიურ ტერორიზმის ანგარიშში წერია, რომ ეთნიკური და რასის მოტივით ტერორიზმი 2018 წელს მსოფლიოში და აშშ-ში გაიზარდა.

კომენტარები