კორონავირუსი საფრანგეთში

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით 833 ადამიანი გარდაიცვალა

Reuters

ბოლო 24 საათში საფრანგეთში ახალმა კორონავირუსმა 833 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საფრანგეთში ვირუსის გავრცელების შემდეგ ეს გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ქვეყანაში COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ჯამში 8 911-მდე გაიზარდა. დადასტურდა ვირუსული ინფექციით ინფიცირების 98 010 შემთხვევა. 17 250 პირი გამოჯანმრთელდა, კრიტიკულ მდგომარეობაში 7 072 ადამიანი იმყოფება.

"ჯერჯერობით არ მიგვიღწევია ეპიდემიის დასასრულთან", - ამბობს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი.

7 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 347 587-ია, აქედან გამოჯანმღელდა 286 453, ხოლო 74 782 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები