საკონტროლო პუნქტები

კახეთის რეგიონის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

შსს-ს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, კონტროლის არეალი გაფართოვდა და საკონტროლო გამშვები პუნქტები რეგიონის შესასვლელებში მოეწყო.

"მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ და რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ," - წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, ადგილზე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

საკონტროლო გამშვები პუნქტები ყველა დიდი ქალაქის შესასვლელშია მოწყობილი.

საქართველოში ამ დროისათვის, კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 39 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები