ჩერნობილი

ჩერნობილის ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება - რადიაცია დასაშვებზე 16-ჯერ მეტია

შენიშვნა: ფოტოზე 16 აპრილს გაჩენილი ხანძრის კერები არაა ასახული

ჩერნობილის ატომურ სადგურთან ახლოს, უკვე მესამე დღეა ტყე იწვის. მეხანძრეებმა ცეცხლის ერთი კერის ლოკალიზება მოახერხეს, თუმცა ჯერ კიდევ 2 ღია კერაა. 

ამასთან ერთად, უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის, ეგორ ფირსოვის ინფორმაციით, ხანძრის ეპიცენტრში რადიაცია დასაშვებ ნორმას 16-ჯერ აღემატება, რაც ზოგ ლოკაციაზე ხანძართან ბრძოლის სამუშაოებს ართულებს. 

ცეცხლი 4 აპრილს გაჩნდა. ის დაახლოებით 20 ჰექტარზე გავრცელდა, თუმცა შემდეგ 100 ჰექტარის ტერიტორია მოიცვა. რადიაციის მომატება კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში არ დაფიქსირებულა. 

1986 წლის 26 აპრილს, უკრაინაში იმ შენობის სახურავი ააფეთქეს, რომელშიც ბირთვული რეაქტორი იყო განთავსებული. რადიოაქტიური ნივთიერება ატმოსფეროში გაიფანტა, გასცდა უკრაინის საზღვრებს და რუსეთში, ბელორუსის ტერიტორიებსა და ევროპის დიდ ნაწილში გავრცელდა. 30 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ათასობით ადამიანს, რადიაციის გამო, სიკვდილი დაემუქრა. 

კომენტარები