სანოტარო ბიურო

დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურებით ისარგებლებთ

საქართველოს მთავრობა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ცნობით, დღეს, 6 აპრილიდან, მოქალაქეებს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურებით მიღება შეეძლებათ.

წულუკიანის თქმით, სანოტარო მომსახურებისთვის ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო, ხოლო თბილისში სამი სხვადასხვა ლოკაციაა გამოყოფილი.

თბილისში ეს ლოკაციებია: ქორწინების სახლი უზნაძის #2-ში, ეროვნული არქივის შენობა და იუსტიციის სახლში მოთავსებული ქორწინების სახლი.

"ჩვენ იმის მიხედვით, თუ რა ტემპით შეძლებენ თავად ნოტარიუსები თავიანთი თავის აღჭურვასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრად და ზედმიწევნით დაცვას, ამ ტემპის მიხედვით გაიცემა იუსტიიცის სამინისტროს მიერ თანხმობა, რომ უფრო მეტი ლოკაცია გაჩნდეს დროებითი სანოტარო ბიუროების სახით", - ამის შესახებ თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

წულუკიანის ცნობით, 7 აპრილიდან დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაახლებს ეროვნული არქივი, ხოლო 8 აპრილიდან ასევე ელექტრონულ მომსახურებას განაახლებს სამოქალაქო რეესტრი.

კომენტარები