კორონავირუსი საქართველოში

საჩხერის მერს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ის თვითიზოლაციაში რჩება

საჩხერის მერს, ბენიამინ ფალავანდიშვილს, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექოტრი მიხეილ ქემუშაძე ავრცელებს. 

ფალავანდიშვილისთვის ტესტის ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მის ცოლს, საჩხერის კლინიკის ექიმს 4 აპრილს სწრაფი ტესტებით გეგმიური შემოწმებისას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირება ლუგარის ლაბორატორიამაც დაადასტურა. 

მას შემდეგ, რაც ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკის 100-მდე თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება. მათგან 10-ის ანალიზი დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, სადაც ქემუშაძის ცნობით, 10-ვე უარყოფითია. 

"დღეს გავაგზავნეთ 11 ანალიზი, მათ შორის ჩვენი თანამშრომლის ოჯახის წევრის და 10 ჩვენი თანამშრომლის, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ჩვენს კოლეგასთან. არცერთი მათგანი არ დადასტურდა, დადასტურდა მხოლოდ ჩვენს თანამშრომელს, ისევ სუსტად დადებითი იყო პასუხი,"- ამბობს ქემუშაძე იმედის ეთერში. 

ბენიამინ ფალავანდიშვილმა 2 აპრილს სოციალური კამპანიის ფარგლებში რისკ ჯგუფში მყოფ მოხუცებს პირველადი მოხმარების საგნები დაურიგა. 

კომენტარები