კორონავირუსი და ეკლესია

მეუფე გრიგოლი სააღდგომო ლიტურგიაზე: შეიძლება დილით ჩატარდეს, როგორც პატრიარქი გვაკურთხებს

ambioni.ge

ეპისკოპოსების ნაწილი სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ კაციამ თქვა და აღნიშნა, რომ ეს იქნება უბრალო შეხვედრა, სადაც გადაწყდება როგორ უნდა ჩატარდეს სააღდგომო ლიტურგია. 

"ვიმსჯელებთ პატრიარქთან ერთად. ჩვენ თვითონ გვაინტერესებს ეს. ჩავატაროთ მშვიდად ბზობა და მერე მივდივართ პატრიარქთან და როგორც გვაკურთხებენ... მე ვფიქრობ, რომ სადმე მონასტერში შეიძლება ჩატარდეს ღამისთევით და [სხვაგან] შეიძლება დილით ჩატარდეს წირვა, რომ არ დავარღვიოთ კანონი"- ამბობს მეუფე გრიგოლი. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში საგანგებლო მდგომარეობა მოქმედებს, 21:00-დან 6:00 საათამდე დაწესებულია კომენდანტის საათი. საპატრიარქოს, რომელიც რეკომენდაციებს და წესებს არ იცავს და მრევლს კვლავ ერთი კოვზიდან აზიარებს, ჯერ არ უთქვამს, როგორ აპირებს სააღდგომო ღამის ლიტურგიის ჩატარებას.

კომენტარები