ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გუშინ, 4 აპრილს 67 წლის კაცი შეიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, კაცის დაინფიცირების წყარო, ამ ეტაპზე უცნობია.
"საშუალო სიმძიმის პაციენტია, მას არ აქვს მოგზაურობის ისტორია. ნიშანდობლივს არაფერს არ ამბობს. ეპიდემიოლოგები მუშაობენ შესძლო კონტაქტებზე"- თქვა ნადირაძემ და აღნიშნა, რომ კლინიკაში კორონავირუსით უკვე ხუთი პაციენტი მკურნალობს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 170-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანრთელდა 36 ადამიანი, გარდაიცვალა 2.
30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი.
21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.





