კორონავირუსი

გერმანიის უდიდეს სტადიონზე კორონავირუსთან ბრძოლისთვის სამკურნალო ცენტრი მოეწყო

Shutterstock

გერმანიის უდიდეს საფეხბურთო სტადიონზე ვესტფალიენშტადიონზე ახალი კორონავირუსით სავარაუდო დაინფიცირებულთათვის სამკურნალო დაწესებულება მოეწყო.

საფეხბურთო კლუბის ბორუსია დორტმუნდის დირექტორებმა ჰანს იოაკიმ ვატსკემ და კარსტენ გრამერმა განაცხადეს, რომ დაწესებულება იდეალური ადგილი იყო ადამიანების დასახმარებლად.

კლუბის განცხადებით, სტადიონის ნაწილი ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემის სამსახურთან ერთად გარდაქმნეს.

მათ განაცხადეს, რომ სტადიონი ქალაქის ფიქსირებული ადგილი იყო დორტმუნდის და მიმდებარე ადგილებში მცხოვრებთათვის და სტადიონის ტექნიკური, ინფრასტრუქტურული და სივრცითი პირობების გამო ეს იდეალური ადგილი იყო მათ დასახმარებლად, ვინც სავარაუდოდ კორონავირუსით იყო დაინფიცირებული ან კორონავირუსის დამახასიათებელი რესპირატორული დაავადებები ან სიცხე ჰქონდა.

დირექტორების თქმით, ეს მათი მოვალეობა და სურვილი იყო, დასახმარებლად ყველაფერი გაკეთებინათ რაც შეეძლოთ.

4 მარტის ამჟამინდელი მონაცემებით, გერმანიაში ახალი ვირუსით დაინფიცირების 91 159 შემხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 1 275 პაცინეტი. 24 575 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები