კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის გადაწყვეტილებით, სენაკის ბაზარი იხურება. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ხელმძღვანელობდა.
"სავაჭრო ობიექტი არ აკმაყოფილებს სპეციალისტების მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, ასევე არ ხდება სოციალური დისტანციის დაცვა", - წერია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, შტაბმა ზუგდიდის და ფოთის აგრარული ბაზრების საკითხზეც იმსჯელა - მათი გადაწყვეტილებით, ბაზრები ფუნქციონირებას განაგრძობენ.
"მონიტორინგის მასალების შესაბამისად სენაკისა და ზუგდიდის ბაზრებში მდგომარეობა მოწესრიგდა, ადმინისტრაცია კი დამატებით ზომები გატარებას გეგმავს."
მოწერელიას ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმის გათვალისწინებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის სამეგრელო- ზემო სვანეთში 25 პირი დაჯარიმდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 27 პირი.
30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი.
21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.