61 წლის ასაკში ამერიკელი მომღერალი Cristina ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა.
Cristina - კრისტინა მონეტ ზილკას ფსევდონიმია. მომღერალი მუსიკალურ სცენაზე 80-იან წლებში გამოჩნდა, მუშაობდა New Wave ჟანრში, გამოცემული აქვს ოთხი სტუდიური ალბომი.
3 აპრილის მონაცემებით აშშ-ში კოროანვირუსით ინფიცირების 245,684 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 10,411, ხოლო გარდაიცვალა 6,098 ადამიანი.