კორონავირუსის პანდემიის გამო მექსიკაში ლუდ Corona-ს წარმოება შეწყდა

მექსიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ლუდსახარშმა Gruppo Model-მა საქმიანობა შეწყვიტა. სწორედ ეს ლუდსახარში აწარმოებს ლუდ Corona-ს. მექსიკის მთავრობის დადგენილებით 30 აპრილამდე ქვეყანაში მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის საწარმოები იმუშავებენ. 

კომპანია მზადაა თანამშრომლების 75% დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანოს თუ კი ქვეყნის ხელისუფლება ლუდის წარმოებას სასოფლო-სამეურნეო წარმოებათა სიაში შეიყვანს, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროდ მიიჩნევა. 

ამ დროისთვის მექსიკაში ახალი კორონავირუსის 1,500 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 50 პაციენტი. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეჩერდა ყველანაირი თავყრილობა, რომელიც 50-ზე მეტი ადამიანის შეკრებას ითვალისწინებს, ხოლო 60 ზელზე უფროსი მოქალაქეებს კი საცხოვრებელი სახლის დატოვება აეკრძალათ. 

ლუდსახარში Gruppo Model კომპანია Anheuser-Busch InBev-ის საკუთრებაშია. კომპანია მსოფლიოში ლუდის უმსხვილესი მწარმოებელია. ორგანიზაციას ეკუთვნის ისეთი ბრენდები როგორიცაა: Budweiser, Stella Artois და კორონა. 2019 წელს ორგანიზაციის მოგება 8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

კომენტარები