კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე ექიმის დაინფიცირებაზე: ექიმს არ შეეძლო აგრესიული პაციენტისგან თავის დაცვა

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, ბათუმში, კორონავირუსით დაინფიცირებულ ექიმზე საუბრისას თქვა, რომ ეს ექსტრაორდინალური შემთხვევა იყო. 

„წვეთოვანი იზოლაცია, კონტაქტური იზოლაცია - ეს არის სტანდარტული დაცვის წესები. რაც შეეხება ჩვენი კოლეგის დაინფიცირებას, ეს იყო ექსტრაორდინალური შემთხვევა, როდესაც პრაქტიკულად ექიმს არ შეეძლო აგრესიული აპციენტისგან თავის დაცვა," - თქვა იმნაძემ.

30 მარტს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სამედიცინო სექტორიდან კორონავირუსით 1 პირი დაინფიცირდა. 

1-ელ აპრილს იმნაძემ აღნიშნა, რომ ექიმი ემსახურებოდა ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, რომელთან კონტაქტიც იყო გაძნელებული და ვერ შეძლო ბოლომდე დაცვა უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან". 

3 აპრილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 27 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 319.

კომენტარები