კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე სწრაფ ტესტებზე: რომ ვამბობდი თავი შევიკავოთ მეთქი, რატომო, ჭრელი პეპელა არ ვარ, რა

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თქვა, რომ სწრაფი ტესტების უხარისხობაზე აქამდეც საუბრობდა, თუმცა არ მოუსმინეს.

კითხვაზე, მეტყველებს თუ არა ქვეყანაში შემოსული სწრაფი ტესტების უხარისხობაზე ის ფაქტი, რომ ამ ტესტით ექიმს ვირუსი დაუდგინდა, PCR ტესტით კი არა, იმნაძემ უპასუხა, რომ დღეს აკეთებენ იმითი, რაც არის ოქროს სტანდარტი.

"მე რომ ვამბობდი მაგას, თავი შევიკავოთ მეთქი, რატო არ არიო. მერე რომ ვთქვი, ა, ბატონო არი თქო, რატო არიო. რა ვქნა ახლა, ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო. ვამბობ და ვიძახი, ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებ იმითი, რაც არის ოქროს სტანდარტი. იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არა ვარ, რა," თქვაიმნაძემ. 

კომენტარები