ჯანდაცვა

4 რამ კორონავირუსისა და აივ-ის შესახებ - ხშირად დასმული კითხვები

რადიო თავისუფლება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომები უნდა მიიღონ კონკრეტულად აივ დადებითმა ადამიანებმა კორონავირუსის პანდემიის დროს და გამოიყენება თუ არა ანტირეტროვირუსული მედიკამენტები კორონავირუსის სამკურნალოდ. რეკომენდაციები თანასწორობის მოძრაობამ შეკრიბა და თარგმნა. 

#1 არიან თუ არა აივ დადებითი ადამიანები მომეტებული რისკის ქვეშ, რომ დაინფიცირდნენ კორონავირუსით?

აივ დადებითი ადამიანები, რომლებსაც CD4 უჯრედების შემცირებული რაოდენობა აქვთ, და ისინი, ვინც არ არიან ჩართული ანტირეტროვირუსულ (არვ) მკურნალობაში, კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფად მოიაზრებიან.

უცნობია, აქცევს თუ არა ადამიანს უფრო დაუცველად კორონავირუსის წინაშე აივ-ით გამოწვეული იმუნური სისტემის დაქვეითება. შესაბამისად, იქამდე სანამ დამატებითი ცოდნა არ გვექნება, განსკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს აივ-ის განვითარებული სტადია ან არასაკმარისად აკონტროლებენ აივ ინფექციას.

დღემდე არ გამოვლენილა ის, რომ აივ დადებითი ადამიანები, ვინც სტაბილურად არიან ჩართული ანტირეტროვირუსულ მკურნალობაში, კორონავირუსის მომეტებული რისკის ქვეშ არიან, ზოგად მოსახლეობასთან შედარებით.

ზოგიერთ აივ დადებით ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს დიაბეტი, ჰიპერტონია (მაღალი წნევა) და სხვა თანმხვედრი დაავადებები და მათ გამოიწვიონ რისკის ზრდა და არა თავისთავად აივ ინფექციამ.

ვიცით, რომ მმრს-სა (მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის) და აარს-ს (ახალო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი) აფეთქების დროს აივ დადებით ადამიანებში ვირუსის საშუალო დონის სირთულის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

დღესდღეობით ვიცით, რომ აივ დადებითი ადამიანი, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდ-19, გამოჯანმრთელდა. ასევე, გვაქვს მცირე კვლევა რისკ ფაქტორებისა და ანტირეტროვირუსული მედიკამენტების შესახებ, რომელსაც იყენებენ კორონავირუსის მქონე აივ დადებითი ადამიანების მკურნალობისას ჩინეთში.

ამ კვლევამ მოგვცა მონაცემები იმის შესახებ, რომ რისკს ზრდის ასაკი და არა CD4-ის უჯრედების სიმცირე. მიმდინარე კლინიკური მონაცემები გვამცნობს, რომ სიკვდილიანობის ძირითადი ფაქტორია ერთდროულად ორი დავადების ქონა, მაგალითად გულსისხლძარღვოვანი დაავადება, დიაბეტი, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, მაღალი წნევები. თუმცა, ზოგიერთ ჯანმრთელ ადამიანსაც ასევე მწვავედ განუვითარდა კორონავირუსი.

აივ მატარებელ ადამიანებს ვურჩევთ ისეთივე განსაკუთრებული ზომები მიიღონ, როგორსაც დანარჩენი მოსახლეობა იღებს:

  • დაიბანეთ ხელები ხშირად;
  • დაიცავით ხველის ეტიკეტი;
  • დაიცავით ფიზიკური დისტანცია;
  • სიმპტომების შემთხვევაში მოითხოვეთ მკურნალობა;
  • დაიცავით თვითიზოლაცია თუ კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან გექნებათ ურთიერთობა;
  • დაიცავით მთავრობის რეკომენდაციები.

აივ დადებით ადამიანებს, რომლებიც ჩართული არიან არვ მკურნალობაში, ხელი უნდა მიუწვდებოდეთ სულ მცირე 30 დღის და მაქსიმუმ 6 თვის სამყოფ მედიკამენტებზე. ასევე, დარწმუნდნენ, რომ გრიპისა და პნევმონიის ვაქცინები ექნებათ გაკეთებული.  ხელი უნდა  მიუწვდებოდეთ სხვა ინფექციებისა და თანადროული ინფექციების სამკურნალო საშუალებებზე.

#2 კორონავირუსის სამკურნალოდ ანტირეტროვირუსული მედიკამენტები გამოიყენება?

რამდენიმე კვლევა გვამცნობს, რომ კორონავირუსის ინფექციასთან, ასევე მმრს და აარს-ს შემთხვევაშიც, საბრძოლველად არვ მედიკამენტებით მკურნალობას დადებითი კლინიკური შედეგი ჰქონდა და თითქმის ყველა შემთხვევაში პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს მისცეს არვ მედიკამენტები – ლოპინავირი რიტონავირთან ერთად. ეს კვლევები, ძირითადად, აივ-ის არმქონე პაციენტებთან ჩატარდა.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კვლევას, რომელიც შეეხებოდა ლოპინავირით მკურნალობას მნიშვნელოვანი შეზღუდვები ჰქონდა. კერძოდ, იგი იყო მცირე მასშტაბის, მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზები იცვლებოდა და პაციენტების უმრავლესობა იღებდა სხვა მედიკამენტებსაც, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინეს კვლევაში მოცემულ შედეგებზე.

ცხადია, რომ არვ მედიკამენტების გამოყენების სარგებლიანობა ნაკლებად სარწმუნოა, თუმცა მნიშვნელოვანია,  გვერდითი ეფექტების იშვიათობა. აივ დადებით ადამიანებს შორის ლოპინავირის რუტინული/სისტემატური გამოყენება საშუალო სირთულის რამდენიმე გვერდით ეფექტთანაა დაკავშირებული. რადგანაც კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობა ზოგადად რამდენიმე კვირა გრძელდება, ამგვარი რამ რუტინული მოხმარებისგან განსხვავებით მცირედით და უმნიშვნელოდაა მოსალოდნელი.

#3 შეიძლება არვ მედიკანეტების გამოყენება კორონავირუსის პრევენციისთვის?

ორი კვლევა მიუთითებს ლოპინავირის გამოყენებაზე პოსტ ექსპოზიციური პროფილაქტიკისთვის მმრს-სა და აარს-ს მკურნალობის შემთხვევაში. ერთერთი ამ კვლევათაგანი გვამცნობს, რომ აარს-ით ინფიცირების ალბათობა ბევრად მცირე იყო ჯანდაცვის იმ სპეციალისტების შემთხვევაში, ვინც იღებდა ლოპინავირს იმათთან შედარებით, ვისაც არც ერთი წამალი არ მიუღია.

მეორე კვლევის მიხედვით, კი ჰოსპიტალში მყოფ მმრს-ით ინფიცირებულ პაციენტთა შორის იყოს 19 აივ დადებითი ადამიანი, რომელთაგან 11 ანტირეტროვირუსულ მკურნალობაში იყო ჩართული. ამდენად, ამ კვლევების სარწმუნოობა ძალიან დაბალია შერჩევის სიმცირის, მედიკამენტების ცვალებადობისა და გამოვლენის ინტენსივობასთან დაკავშირებული არასაიმედოობის გამო.

#4 რომელი კვლევებია დაგეგმილი, რათა დადგინდეს, გამოიყენება თუ არა არვ თერაპია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ? 

რამდენიმე შემთხვევითი შესწავლაა დაგეგმილი, რათა შეფასდეს ანტირეტროვირუსული წამლების – ძირითადად ლოპინავირის  უსაფრთხოება და ეფექტურობა კოვიდ-19-ის სამკურნალოდ, სხვა წამლებთან კომბინაციის გზით. შედეგებს ველოდებით 2020 წლის შუა პერიოდში.

კომენტარები