აგრარული ბაზრები სამეგრელოში

მოწერელია: აგრარული ბაზრები თუ არ შეასრულებენ რეკომენდაციებს, მოგვიწევს დავხუროთ

ტვ.პირველი

"აგრარული ბაზრები თუ არ შეასრულებენ რეკომენდაციებს, სამწუხაროდ მოგვიწევს დავხუროთ," - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ისაუბრა.

მოწერელიას თქმით, არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს, თუმცა იქ მოქალაქეები არ იცავენ სოციალურ დისტანციას და სხვა რეკომენდაციებს, მისივე თქმით, ბაზრებს ბოლო გაფრთხილება მიეცათ, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"ჩენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს, ეს არის, ჰიგიენა  და დისტანციას. დღეს ის რაც დღეს ბაზრებში ხდება არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ, ვთხოვთ მათ, ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას," - ამბობს მოწერელია.

მისივე თქმით, ეს ეხება ზუგდიდის, სენაკს და ფოთის აგრარულ ბაზრებს.

კომენტარები