“სახლში ვარ და თავს კარგად ვგრნობ” - პლასიდო დომინგომ საავადმყოფო დატოვა

Hollywood Reporter

პლასიდო დომინგომ საავადმყოფო დატოვა და ის უკვე სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა ფეისბუქზე სტატუსი დაწერა.

მომღერალი რამდენიმე დღის წინ, ახალი კორონავირუსის სიმპტომების გართულების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელებსა და პრესაში. სახლში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. 

საბედნიეროდ, პირველივე სიმპტომიდან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ ჩემი ასაკისა და მდგომარეობის გამო. ძალიან დამეხმარა, რომ Covid-19-ის ვირუსზე თავიდანვე მიიტანეს ეჭვი. ახლა ვაგრძელებ თერაპიასა და დასვენებას", - წერს მომღერალი.

79 წლის ლეგენდარულ ესპანურ ტენორს ახალი კორონავირუსი 22 მარტს დაუდგინეს. 

კომენტარები