კორონავირუსი საქართველოში

მეუფე საბა: კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარე და ორ დღეში მეცოდინება პასუხი

facebook: Saint Sava Monastery

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე საბას თქმით, მას შესაძლოა კორონავირუსი ქონდეს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა. 

მისი თქმით, მან უკვე ჩაიტარა ტესტი და ორ დღეში ეცოდინება პასუხი. 

„მე დღეს წირვა უნდა ჩამეტარებინა, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან ადამიანებთან მიწევს შეხება. დღეს სამ საათზე გავიკეთე ჩქარი ტესტი და ორ დღეში მეცოდინება პასუხი - ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი, “- თქვა მეუფემ.

მეუფე საბამ ცოტახნის წინ განაცხადა, რომ მათ ეპარქიაში ერთ-ერთ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა. 

კომენტარები